Home » სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც შიშველი კაცი ჩანს, რუსეთშია გადაღებული
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც შიშველი კაცი ჩანს, რუსეთშია გადაღებული

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა „ქართველი ქართველი“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ქუჩაში მორბენალი შიშველი მამაკაცი ჩანს, რომელიც იქვე მდგომ ადამიანს თავს ესხმის. ვიდეოს აღწერის მიხედვით, შემთხვევა ევროკავშირში მოხდა (დაარქივებული ბმული).

სინამდვილეში, ვიდეო არა ევროპაში, ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, არამედ ციმბირში, რუსეთშია გადაღებული.

კერძოდ, ვიდეო რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე 2020 წლის 26 მაისს არხმა „მოსმენილი ბარნაულში“ გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული). პოსტის აღწერაში წერია „კიდევ ერთმა ვერ გაუძლო თვითიზოლაციას“. ამდენად, არხი მამაკაცის ქცევას იზოლაციას და პანდემიას უკავშირებს.

ბარნაული ალტაის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია, რომელიც დასავლეთ ციმბირში, რუსეთის ფედერაციაში მდებარეობს.

აღნიშნული შემთხვევა ასევე ტომსკის ონლაინ მედიამ Tomsk.ru გააშუქა. ტომსკი ასევე ციმბირში მდებარე ქალაქია. სტატიაში აღნიშნულია, რომ როდესაც შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მივიდნენ, „ციმბირელს ხელები სისხლით ჰქონდა დაფარული. მან ასფალტზე თავის დაზიანება და მამაკაცზე თავდასხმა მოასწრო“ (დაარქივებული ბმული).

ამდენად, ვიდეო არა ევროკავშირში, არამედ რუსეთშია გადაღებული.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]