Home » რა ვიცით აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოს ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა ისმის?
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

რა ვიცით აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოს ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა ისმის?

სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი (1; 2), რომელზეც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ფოტოებია დატანილი. ჩანაწერში ისმის უცენზურო ლექსიკა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზეც. (1; 2; 3)

სინამდვილეში, ვიდეოში TikTok ლაივიდან მოჭრილი ხმა ისმის და მასთან ბუჩუკურსა და მეზვრიშვილს კავშირი არ აქვთ.

ვიდეო, რომელშიც იდენტური ხმა ისმის TikTok-ზე 2025 წლის 22 აპრილს გამოქვეყნდა. ვიდეოს ვიზუალის მიხედვით, ის TikTok ლაივის ჩანაწერია. საგულისხმოა, რომ ვიდეოში რამდენიმე TikTok ანგარიში ჩანს, თუმცა ის ფრაზები, რომლებიც ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის სახელით ვრცელდება, ისმის ანგარიშიდან სახელად „gijunia69gijunia“. ლაივის კომენტარებში და შემდგომ ჩანაწერშიც ისმის სახელი „თათა“. გავრცელებული ვიდეოს აღწერაში ნახსენებია სახელი „თათა რამინაშვილი“. ამავე სახელით TikTok-ზე პიროვნების ძებნისას აღმოჩნდა, რომ ჩხუბში მონაწილე მეორე ქალს TikTok-ზე tata.morieli ჰქვია. მან საკუთარ გვერდზე პოლიციის შენობასთან გადაღებული რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა (1; 2), სადაც „გიჟუნიაც“ ახსენა, რომელიც ასევე მოიხსენია სახელით „სოფი“. tata.morieli-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, „გიჟუნიამ“ პოლიციაში მის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა და სწორედ ამიტომ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში.

ამგვარად, გავრცელებული აუდიო ანა ბუჩუკურისა და ნატია მეზვრიშვილის ჩხუბის ჩანაწერი არ არის. რეალურად,; ის TikTok მომხმარებლებს შორის ჩხუბს ასახავს, რომელიც TikTok ლაივში მიმდინარეობდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]