Home » სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილზე სატირული შინაარსის ფოტო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები სატირა

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილზე სატირული შინაარსის ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Davit Tordia, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ავრცელებს სატირული შინაარსის ფოტოს (დაარქივებული ბმული). მასზე გამოსახულია სტენდი, რომელსაც ძაღლი აშარდავს. სტენდზე კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პლაკატებია გამოკრული. სინამდვილეში, სტენდზე იეღოვას მოწმეების ბროშურებია განთავსებული, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო კი სატირაა.

„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით დაადგინა, რომ ფოტოს რეალური ვერსია 2018 წლის აპრილიდან ვრცელდება სხვადასხვა პლატფორმაზე. რეალურ ფოტოზე გამოსახულია იეღოვას მოწმეების სტენდი შესაბამისი ბროშურებით. მათ ძაღლი აშარდავს და ფოტოზე გამოსახული ქალი ცდილობს, ძაღლის ეს ქმედება აღკვეთოს.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ყალბია და სატირული მიზნითაა რედაქტირებული.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]