Home » სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ზესტაფონის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, დავით მიქაბერიძე (1, 2) (დაარქივებული ბმული) და სხვა Facebook-ანგარიში, საპროტესტო აქციიდან ფოტოს ავრცელებენ, აღწერით: „ეპილაციის ყველაზე ორიგინალური რეკლამა, რაც კი ოდესმე შემხვედრია…”რუსული” არ უნდა იყოს, ალბათ ევროპულია“. ფოტო TikTok-ანგარიშების მიერაც გავრცელდა (1, 2). სინამდვილეში,  ფოტო რედაქტირებულია.  საპროტესტო აქციაზე ქალს რეალურად ჩანთაზე ეწერა:  „ცეცხლი ოლიგარქიას“.

27 მარტს რუსთაველის გამზირი პროტესტის 120-ე დღეს კვლავ გადაიკეტა. საპროტესტო აქციაზე გადაღებული ფოტოები ონლაინმედია „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნდა. პოსტში რამდენიმე ფოტოა, მათ შორის ერთ-ერთზე ქალია ჩანთით, რომელზეც დატანილია წარწერა: „ცეცხლი ოლიგარქიას“. საგულისხმოა, რომ მედიის ლოგო მოგვიანებით გავრცელებულ რედაქტირებულ  ფოტოზეც ჩანს.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]