Home » სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ფოტოს (1, 2), რომელზეც სალომე ზურაბიშვილისა და გიული ალასანიას გამოსახულებებს ვხედავთ. ფოტოზე თანდართული ტექსტი კი მიუთითებს, რომ თითქოს გიული ალასანიამ განაცხადა: „უნამუსო ზურაბიშვილი სადაც შემხვდება, ვცემ. წავიდეს და მიჩივლოს“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და გიული ალასანიას მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.

მას შემდეგ, რაც დასკვნით სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს (გიული ალასანიას შვილს) სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. კერძოდ, ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტობის ვადაში სააკაშვილის არშეწყალების გამო, მის პატიმრობაში  ზურაბიშვილს მიუძღვის პასუხისმგებლობა. დასკვნითი სხდომის შემდეგ განცხადება გიული ალასანიამაც გააკეთა, რომელშიც მან სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობასა და პატიმრობაზე ისაუბრა (1, 2, 3). თუმცა, გიული ალასანიას სალომე ზურაბიშვილის შესახებ არათუ პოსტებში აღნიშნული, არამედ, არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. მსგავსი ციტატა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება.

ამრიგად, პოსტში გამოტანილი ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]