Home » სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო, რომელშიც თითქოს რუსი სამხედროები ჩანან, AI-ის მიერ არის შექმნილი
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო, რომელშიც თითქოს რუსი სამხედროები ჩანან, AI-ის მიერ არის შექმნილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). აღწერის მიხედვით, ვიდეოში რუსი სამხედრო ქალების მარში ჩანს. რეალურად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და  რეალობას არ შეესაბამება.

ვიდეო Youtube არხის „Trend Videos AI“ მიერ გავრცელდა. ვიდეოს სათაურშივე მითითებულია, რომ ვიდეო AI-ის მიერ არის შექმნილი. აღნიშნული ანგარიში  სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებს ავრცელებს (1, 2, 3).

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. გავრცელებული ვიდეო რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, რამდენიმე დეტალით დგინდება. კერძოდ, ხელის არაპროპორციული ზომა სხეულის სხვა კიდურებთან შედარებით, სახის ნაკვთებისა და სხეულის ნაწილების არაბუნებრივი მოძრაობა და ერთმანეთში შერწყმული ტერფები. აღნიშნული კი  ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო-ვიდეო მასალისთვის არის  დამახასიათებელი. 

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი და ამ ინფორმაციის გარეშე მის გავრცელებას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]