Home » სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ამერიკელი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტებთან, ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ფოტოებს თან ახლავს ციტატა: „ომი დიდი ხანია აღარ არის ცალკეული ქვეყნის დაპყრობის საშუალება. საკმარისია ქვეყანაში მოიძებნოს, ან აღიზარდოს ჯგუფი, რომელიც დემოკრატიისათვის ბრძოლის მოწოდებით და შედარებით მცირე საფასურად დადებენ ამ ქვეყანას შენს ფეხებთან”. პოსტის ავტორის მტკიცებით, ციტატა ჯორჯ სოროსს ეკუთვნის. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია.

ჯორჯ სოროსი ამერიკელი მილიარდერი ფინანსისტი და ფილანთროპია, რომელმაც 1984 წელს „ღია საზოგადოების ფონდი“ შექმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში[1], განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და სამართლიანობაზე სამუშაოდ. ფონდი მხარს უჭერს ხელისუფლებებსა და მოსახლეობას შორის არსებული კავშირის შექმნას/გაძლიერებას. სოროსი არაერთხელ ყოფილა დეზინფორმაციის სამიზნე და მის შესახებ ყალბი ამბები წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითისთვის, იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია.

რაც შეეხება ციტატას, სინამდვილეში, არც ერთ საჯარო წყაროსა თუ სანდო მედიასაშუალებაში არ დასტურდება, რომ პოსტში გამოტანილი სიტყვები ჯორჯ სოროსს ეკუთვნის. არ იძებნება არც შინაარსობრივად მიახლოებული ციტატები.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ სოროსის შესახებ დეზინფორმაცია, რომელიც მას აღნიშნული ციტატის ავტორობას მიაწერს, წარსულშიც გავრცელდა და იგი ქართულმა ფაქტების გადამმოწმებელმა მედიამ „მითების დეტექტორმა“ გადაამოწმა.

 

[1] აღსანიშნავია, რომ „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში 2024 წლიდან სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და გლობალური ღია საზოგადოების ფონდების, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის, ნაწილს აღარ წარმოადგენს.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]