სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2) პოსტს აქვეყნებენ (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც „მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტისთვის განკუთვნილ 10 ათას ლარიან ხელფასზე უარი განაცხადა. მისი თქმით, სამშობლოს მსახურება ფული არ ღირს“. რეალურად, ტყუილია მტკიცება, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელფასის მიღებაზე უარი განაცხადა. „ჯეოფაქტსს“ მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია სანდო წყაროებში არ იძებნება. ის არაა ხელმისაწვდომი არც მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
დამატებით, ინფორმაციის გადამოწმებისთვის, „ჯეოფაქტსი“ მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ დაგვიდასტურეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ინფორმაციის პირველწყაროა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი Facebook-გვერდია „ჩვენ არ გავრჩერდებით“. გვერდი ახლახან, კერძოდ, 28 თებერვალს შეიქმნა.
ამდენად, ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 10 ათას ლარიან ხელფასზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „სამშობლოს მსახურება ფული არ ღირს“, ტყუილია.