Home » დეზინფორმაცია:თურქეთის 3000 ჯარისკაცი უკრაინისკენ მიემართება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია:თურქეთის 3000 ჯარისკაცი უკრაინისკენ მიემართება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Shalva Qavtaradze”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2), პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, თურქეთის 3000 ჯარისკაცი უკრაინის მიმართულებით მიემართება. ავტორის მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია რუსული არხის NTV-ის მიერ გავრცელდა. მტკიცება, რომ თურქეთმა უკრაინის მიმართულებით ჯარისკაცები გააგზავნა, ტყუილია. რეალურად, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიის ნაწილად ქვეყნის სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავს.

სააგენტო Bloomberg-ის სტატიის  მიხედვით, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა,  თურქეთის პრეზიდენტი, ღიაა იმისთვის, რომ  სამხედრო დანაყოფი გაგზავნოს უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიის ნაწილად. სააგენტოს ანონიმური წყაროს მიხედვით,  რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამშვიდობოების გაგზავნის თემა როგორც  უკრაინის პრეზიდენტ, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა.

Facebook-ანგარიში პოსტში უთითებს, რომ უკრაინაში თურქული ჯარების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია  NTV-ზე დაყრდნობით წერს. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ რუსული მედიაც თურქეთის გადაწყვეტილებაზე სამშვიდობოების  გაგზავნის შესახებ წერდა.

ცნობისთვის,  გასულ კვირას ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში  უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ  მზადყოფნა გამოხატეს.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]