სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოს ავრცელებს. ფოტოში ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს, რომელსაც ხელში პოსტერი უჭირავს, წარწერით: „არა რუსულ კანონს, კი ერთსქესიანთა ქორწინებას!“. სინამდვილეში, პოსტერზე არსებული ტექსტი რედაქტირებულია. რეალურად მასზე ინგლისურად შემდეგი სიტყვებია დატანილი: „როგორც პირველი რესპუბლიკის ქალები, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის ახლა!” (Like the Women of the First Republic, We Fight for Georgia’s Future Now!).
ფოტოსურათი ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთმა“ 2024 წლის 20 აპრილს გამოაქვეყნა. ფოტოზე აქციის ერთ-ერთ მონაწილეს რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო პოსტერი უჭირავს. ფოტო Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.
შესაბამისად, ფოტო რედაქტირებულია და პოსტერზე არსებული ტექსტი შეცვლილია.