Home » სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ყალბი ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ყალბი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ადამიანთა ჯგუფი რუსულენოვან საბჭოთა სიმღერას, „კატიუშას“ მღერის. ვიდეოზე არსებული წარწერის თანახმად, ვიდეო 1999 წელსაა გავრცელებული და მასზე ელენე ხოშტარია ჩანს. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

აღნიშნული ჩანაწერი YouTube-ზეც ხელმისაწვდომია და ის 2014 წელსაა ატვირთული. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ სიმღერას პიატნიცკის სახელობის გუნდი ასრულებს და ვიდეო 2014 წლის დეკემბერშია გადაღებული.

Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო, სიძველის ეფექტის შესაქმნელად, რედაქტირებულია და YouTube-ზე ატვირთული ვიდეოსგან განსხვავებით, დაბალი გარჩევადობისაა.

საგულისხმოა, რომ ვიდეო იდენტური მტკიცებით, სოციალურ ქსელში 2023 წლის აპრილში გავრცელდა. მაშინ დეზინფორმაციას ელენე ხოშტარია Facebook-ზე თავად გამოეხმაურა და ვიდეოსთან კავშირი უარყო.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეოში ელენე ხოშტარია ჩანს და რუსულ სიმღერა „კატიუშას“ მღერის, ტყუილია.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]