Home » სოციალურ ქსელში გავრცელებული ეკლესიის ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში გავრცელებული ეკლესიის ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული

სოციალურ ქსელში Facebook (1; 2) და TikTok-ანგარიშები (1; 2; 3) ეკლესიის ფოტოს ავრცელებენ შემდეგი აღწერით: „ლოს-ანჯელესში ხანძრის დროს გადარჩენილი მართლმადიდებლური ტაძარი“. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტო რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ გადარჩენილი ეკლესიის ფოტო იდენტური მტკიცებით სამხრეთ აფრიკაში, ბანგლადეშში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ინდონეზიასა და სხვა ქვეყნებში არსებულ გვერდებზეც გავრცელდა და მას სხვა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ბრიტანული Logically Facts.

სინამდვილეში, ლოს-ანჯელესში ხანძრის დროს ეკლესიის გადარჩენის შესახებ სანდო წყაროებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. მაგალითად, Associated Press-მა ხანძრის მიერ განადგურებული და გადარჩენილი შენობების ფოტოები გაავრცელა, თუმცა პოსტში მოცემული ეკლესიის სურათი არ ფიგურირებს.

დამატებით, „ჯეოფაქტსმა“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოების ამომცნობი ხელსაწყოთიც Hive Moderation გადაამოწმა. ხელსაწყო მას AI გენერირებულად აფასებს (იხ. ფოტო ქვემოთ). თუმცა, ფოტოზე ხილულადაც შეიმჩნევა ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ფონზე არამკაფიო დეტალები და ასევე, ნახატისთვის დამახასიათებელი არაბუნებრიობა.

ინფორმაციის გადამოწმებისას, Logically facts-მა სხვადასხვა საკვანძო სიტყვითა და ფოტოთი ძებნისას, ლოს-ანჯელესში მსგავსი ეკლესია ვერ იპოვა. გამოცემა წერს, რომ როგორც ფოტოზე ჩანს, ეკლესია სანაპირო ხაზთან უნდა იყოს ახლოს, თუმცა Google Maps-ის გამოყენებით, ძიება აჩვენებს, რომ მალიბუს, Pacific Palisades-სა და ლოს ანჯელესის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ტყის ხანძრებმა დააზიანა, პლაჟთან ახლოს მსგავსი ეკლესია არ არის. გარდა ამისა, „ჯეოფაქტსმა“ სურათის გეოლოკაცია სცადა, თუმცა, ლოს ანჯელესში ტერიტორია, რომელიც სურათში არსებულ ეკლესიას ჰგავს, ვერ მოიძია.

ამგვარად, გავრცელებული ფოტოს ნამდვილობა არ დასტურდება. ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]