Home » სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2, 3, 4)  ავრცელებენ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინტერვიუს მონაკვეთს (დაარქივებული ბმული), რომელშიც პოლიტიკოსის უკან კარზე აწერია „WC” ( სრულად: Water Closet, რაც საპირფარეშოს მიმანიშნებელი წარწერაა). იმავე ვიდეოდან ამოღებული კადრები თავდაპირველად პროსახელისუფლებლო მედია POSTV-ის მიერ გავრცელდა (1, 2). ვიდეო გამოქვეყნდა TikTok-პლატფორმაზეც.

რეალურად, აღნიშნული  ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული. „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ბადრი ჯაფარიძის უკან კედელზე მსგავსი წარწერა არ ჩანს.

ბადრი ჯაფარიძეს „მთავარი არხის“ გადაცემა „დღის სტუმართან“ ინტერვიუ 17 იანვარს ჰქონდა. პოლიტიკოსი გადაცემაში აშშ-დან ჩაერთო, ინტერვიუ დაახლოებით 16 წუთი გაგრძელდა (იხილეთ ბმულზე 23:25 წუთიდან 39:55 წუთამდე). კადრში პოლიტიკოსის უკან კედელზე მხოლოდ სანათია  და წარწერა „WC” არ ჩანს (იხილეთ კადრი გადაცემიდან).

 

ამდენად, ვიდეო დამუშავებულია და მასში ჩასმულია აბრევიატურა “WC”.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს, მათ შორის, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონსა და სენატორ როჯერ უიკერსთან.

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]