„ჯეოფაქტსი“ აუდიტორიას ხშირად აცნობს ინფორმაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების და სამინისტროების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. ამჯერად ქუთაისის მერიის 2024 წლის ბიუჯეტიდან (18 დეკემბრის ჩათვლით) სარესტორნო და კვებით მომსახურებაში გაწეული ხარჯი დავთვალეთ.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, არსებული მდგომარეობით, ქალაქ ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტიდან, მხოლოდ სარესტორნო და კვებითი მომსახურებისთვის გახარჯული თანხის მოცულობა 78 328 ლარს შეადგენს (დასტურდება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით). გარდა ამისა, მერიას არაერთი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სასტუმრო მომსახურებისა და სასტუმროსა და კვებითი მომსახურების მიზნით.
„ჯეოფაქტსის ყურადღებას იპყრობს რამდენიმე სარესტორნო ხარჯი, რომლისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ათასობით ლარია გადახდილი. თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად ვის გაუმასპინძლდა მერია, ან რატომ იყო აუცილებელი ასეთი ძვირადღირებული სუფრების რესტორნებში გაშლა. მაგალითად, ი/მ გიორგი გიორგაძეს ქუთაისის მერიამ გადაუხადა 3 000 ლარი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისთვის გაწეული კვებითი მომსახურების გამო. ასევე საინტერესოა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო რესტორანში გაუმასპინძლდა ზაზა მამალაძესა და მის გუნდს. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ გამოჩენილი ხელოვანის გამასპინძლებისთვის ბიუჯეტმა 700 ლარი გაიღო. ინფორმაციისთვის, ზაზა მამალაძის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე წერია, რომ ის 2020-2021წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „თბილისის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი და რომ ის საკრებულოში საარჩევნო ბლოკი „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს.
გადამხდელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ კიდევ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის:
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების გამასპინძლება მიმდინარე წლის 6 ივლისს, როცა ისინი ქუთაისში იმყოფებოდნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით – გადახდილია 5 620 ლარი;
11 ივლისს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებული თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა – გადახდილია 4 795 ლარი;
1 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდა ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ტრენინგი – გადახდილია 3 050 ლარი;
იმავე გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა კურორტ საირმეში, რაც ბიუჯეტს 12 280 ლარი დაუჯდა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მიერ გაწეული სარესტორნო და სასტუმრო ხარჯები მოცემულია ცხრილ 1-ში.
ცხრილი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სარესტორნო, კვებით და სასტუმრო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, ლარი
№ | ღონისძიება | მიმწოდებელი | ღირებულება, ლ |
CMR240003998 | ახლადრეაბილიტირებული ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე რეზო გაბრიაძის წყაროს გახსნასთან დაკავშირებით ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისა და ქალაქის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისათვის კვებითი კვებითი მომსახურება | შპს „ელკო სერვის +“ | 10 000 |
CMR240004115 | რეზო გაბრიაძის სახელობის წყაროს გახსნაზე მოწვეული რეზო გაბრიაძის ოჯახის წევრებისათვის სასტუმრო მომსახურება | შპს „ქუთაისი ინნ“ | 280 |
CMR240153280 | ხელშეკრულება გაფორმებულია 15 ნოემბერს სასტუმროსა და კვების მომსახურებაზე. კონკრეტულად რომელი ღონისძიების ფარგლებში და ვის გაეწია მომსახურება, უცნობია. არ არის გაფორმებული მ/ჩ აქტი
|
შპს „ქუთაისი ინნ“ | 8 300 |
CMR240015640 | “პროექტების მართვა და ხელოვნური ინტელექტი“ ტრენინგზე მოწვეული სტუმრებისათვის, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის სასტუმრო მომსახურება კვებით | შპს „ჭყონია და კომპანია“ | 7 180 |
CMR240024725 | „ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მ/წლის 25 იანვარს ჩატარებული მორიგი სამუშაო შეხვედრის მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება | 580 | |
CMR240027298 | საკრებულოს სტუმრების გამასპინძლება
|
შპს „კაფეტერია“ | 1 150 |
CMR240033248 | ლიეტუვას სახელმწიფოს აღდგენის დღისა და ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, სასტუმრო | შპს „ქუთაისი ინნ“ | 140 |
CMR240042493 | დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის მონაწილე ანსამბლ „თბილისის“ მონაწილეებისათვის, ასევე ქალაქების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ქალაქ ქუთაისში გამართული საქმიანი შეხვედრის მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება | შპს „ქუთაისი – 2021“ | 4 000 |
CMR240045130 | ახლადრეაბილიტირებულ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ჩამობრძანებული კულტურის სამინისტროსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის გაწეული იქნა კვებითი მომსახურება | შპს „გელათი რეზიდენსი“ | 1 347 |
CMR240087958 | ქუთაისის მე-4 საერთაშორისო ფორუმზე ჩამობრძანებული უცხოეთის დელეგაციებისა და სამინისტროების წარმომადგენელთათვის კვებითი მომსახურება
|
შპს „გელათი რეზიდენსი“ | 2 300 |
CMR240049532 | ნანა იამანიძის შემოქმედებითი საღამოს მონაწილე მომღერლების კვებითი მომსახურება
|
შპს „კაფეტერია“ | 2 000 |
CMR240052280 | ევროკავშირის საგრანტო პროგრამის EU4Culture და გოეთეს ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის“ სამუშაო ჯგუფის წევრების სასტუმრო მომსახურება | ი/მ ნანა იდაძე | 825 |
CMR240052282 | კვებითი მომსახურება | ი/მ მაკა სილაგაძე | 113 |
CMR240057851 | საზოგადოება „ქუთაისელის“ წარმომადგენლების კვებითი მომსახურება | შპს „კაფეტერია“ | 590 |
CMR240060858 | USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების საქმიანი შეხვედრის მონაწილეებისთვის კვებითი მომსახურება | ი/მ პაატა სანიკიძე | 400 |
CMR240071689 | ქართველ ებრაელთა ყოფისა და ცხოვრების ამსახველი იაკობ ოფირის წიგნის პრეზენტაციის მონაწილეების კვებითი მომსახურება
|
ი/მ პაატა სანიკიძე | 600 |
CMR240125546 | ჟესტური ენების საერთაშორისო დღის აღნიშვნა | ი/მ პაატა სანიკიძე | 1 050 |
CMR240072369 | ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით ჩატარებულ სემინარში მონაწილე უცხოელი პარტნიორებისა და მოწვეული სპეციალისტებისათვის კვებითი მომსახურება | ი/მ პაატა სანიკიძე | 675 |
CMR240062891 | საერთაშორისო ფორუმის მონაწილე სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლების, ასევე უცხოელი სტუმრების გამასპინძლება | ი/მ დავით შარაბიძე | 2 820 |
CMR240066337 | ქუთაისქალაქობისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტის ფარგლებში მოწვეული სტუმრების სასტუმრო მომსახურება.
|
შპს „ეიჩ-ბი ჯგუფი“ | 1 775 |
CMR240066746 | ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში ჩამობრძანებული უცხოეთის დელეგაციებისათვის კვებითი მომსახურება
|
შპს „კაფეტერია“ | 1 358 |
CMR240066751 | ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოწვევით ჩამობრძანებული საზღვარგარეთის დელეგაციებისათვის კვებითი მომსახურება
|
შპს „დები“ | 1 851 |
CMR240067334 | ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისათვის სასტუმრო მომსახურება
|
შპს „ქუთაისი ინნ“ | 14 446 |
CMR240067690 | ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში ქუთაისიდან მონაწილე პირების სასტუმრო მომსახურება | ი/მ გიორგი თაქთაქიშვილი | 1 270 |
CMR240067846 | ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის დელეგაციებისა და ადგილობრივი სტუმრებისათვის კვებითი მომსახურება | შპს „ქუთაისი – 2021“ | 9 000 |
CMR240068083 | ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოწვევით ჩამობრძანებული საზღვარგარეთის დელეგაციებისათვის კვებითი მომსახურება | ი/მ ზვიად შარაბიძე | 1 135 |
CMR240076211 | მე-19 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტის მონაწილეთა კვებითი მომსახურება
|
ი/მ ზვიად შარაბიძე | 498 |
CMR240101648 | ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში განხორციელებული ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფისა და მონაწილე პირების კვებითი მომსახურება | ი/მ ზვიად შარაბიძე | 2 400 |
CMR240138656 | მონპლაზირის თაღის მიმდებარედ დაზიანებული კედლის მხატვრობის აღდგენით სამუშაოებში მონაწილე მხატვართა ჯგუფის კვებითი მომსახურება
|
ი/მ ზვიად შარაბიძე | 700 |
CMR240153926 | კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილე სტუმართა კვებითი მომსახურება.
|
ი/მ ზვიად შარაბიძე | 700 |
CMR240068264 | ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისთვის გაწეულ იქნა კვებითი მომსახურება | ი/მ გიორგი გიორგაძე | 3 000 |
CMR240068265 | საერთაშორისო ფორუმ „არტქარავანის“ ფარგლებში, სასტუმროში შეხვედრების ორგანიზებისა და ფურშეტით მომსახურება | შპს „ქუთაისი ინნ“ | 3 600 |
CMR240069858 | საერთაშორისო ფორუმ „არტქარავანის“ ფარგლებში, სასტუმრო და კვებითი მომსახურება | შპს „ქუთაისი ინნ“ | 4 090 |
CMR240069850 | საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფისთვის კვებითი მომსახურება | შპს „ლუდის მუზეუმი“ | 1 068 |
CMR240069863 | საერთაშორისო ფორუმ „არტქარავანის“ მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება | შპს „ელკო სერვის +“ | 3 698 |
CMR240076217 | საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქში ჩამობრძანებული ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფისა და მოწვეული სტუმრებისთვის კვებითი მომსახურება | შპს „ელკო სერვის +“ | 4 200 |
CMR240083214 | ხელოვან ზაზა მამალაძისა და მისი გუნდის გამასპინძლება
|
შპს „ელკო სერვის +“ | 700 |
CMR240095838 | ქუთაისში სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით მყოფი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების კვებითი მომსახურება | შპს „ელკო სერვის +“ | 5 620 |
CMR240098368 | საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებული თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრის მონაწილეების კვებითი მომსახურება | შპს „ელკო სერვის +“ | 4 795 |
CMR240083222 | ფინანსისტთა ასოციაციის მიერ ქონების მართვის კუთხით ორგანიზებული ტრენინგი-სწავლების მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება | შპს „Argo Investment” | 1 880 |
CMR240134342 | ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტის ფარგლებში ანსამბლის წევრთა სასტუმრო მომსახურება | შპს „Argo Investment” | 3 180 |
CMR240101649 | ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფისა და მონაწილე პირების სასტუმრო მომსახურება
|
ი/მ ლეილა მარგველაშვილი | 4 700 |
CMR240129115 | ტრენინგი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებისთვის, კვებითი მომსახურება და დარბაზი | შპს „ბუტიკი ქუთაისი“ | 1 850 |
CMR240129525 | ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ტრენინგი ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, კვებითი მომსახურება და დარბაზი | შპს „ბუტიკი ქუთაისი“ | 3 050 |
CMR240137613 | მონპლაზირის თაღის მიმდებარედ დაზიანებული კედლის მხატვრობის აღდგენით სამუშაოებში მონაწილე მხატვართა ჯგუფის სასტუმრო მომსახურება
|
შპს „სანი“ | 1 400 |
CMR240145529 | XVI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთათვის სასტუმრო მომსახურება | ი/მ მადონა ბასილაძე | 1 825 |
CMR240146492 | გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული 1-2 ნოემბრის სამუშაო შეხვედრა, სასტუმრო, კვება, დარბაზი | შპს „კურორტი საირმე“ | 12 280 |
CMR240169095 | პროექტი „ქუთაისი – ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის, სასტუმრო და კვება. | შპს „კურორტი საირმე“ | 12 305 |
CMR240149357 | კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილე ცნობილი პიანისტის დავით ალადაშვილის სასტუმრო მომსახურება | შპს „გუდლაინი“ | 400 |
CMR240161261 | სამეცნიერო კონფერენციის „ოქროს საწმისის ქვეყანა“ მონაწილეებისათვის კვებითი მომსახურება | შპს „ძირძველი“ | 3 200 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შენიშვნა: ხელშეკრულებების ნახვა შესაძლებელია სააგენტოს გვერდზე შესაბამის ფანჯარაში განცხადების ნომრის მითითებით.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, 1-2 ნოემბერს, შპს „კურორტმა საირმემ“ მერიას გაუწია მომსახურება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12 280 ლარი გაიხარჯა. ამავე მიმწოდებელთან ბოლო ხელშეკრულება მერიამ 11 დეკემბერს გააფორმა. შემსყიდველს მომსახურება 17 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაეწია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 12 305 ლარს შეადგენს. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ხარჯი გაწეულია ტრენინგისთვის, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისათვის ჩაატარა. მონაწილეებისათვის გაწეულმა სასტუმრო ხარჯმა – 5 034 ლარი, კვებითმა მომსახურებამ – 5 576 ლარი და საკონფერენციო დარბაზით მომსახურებამ 1 695 ლარი შეადგინა.
ამდენად, 2024 წელს, მხოლოდ სარესტორნო და კვებითი მომსახურებისთვის (აქედან ორი ხელშეკრულება დარბაზის მომსახურებასაც ითვალისწინებს), ქუთაისის ბიუჯეტიდან გადახდილია, ჯამში, 81 900 ლარი, ხოლო სასტუმრო მომსახურებისთვის – 30 240 ლარი. რაც შეეხება სასტუმროს, კვებისა და საკონფერენციო დარბაზის მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებას, ის 44 155 ლარს შეადგენს. საბოლოოდ, სარესტორნო, სასტუმრო და საკონფერენციო დარბაზით მომსახურება ქუთაისის ბიუჯეტს, მხოლოდ 2024 წელს, 156 300 ლარი დაუჯდა.