Home » სოციალურ ქსელებში საპროტესტო მსვლელობების გაყალბებული პოსტერები ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელებში საპროტესტო მსვლელობების გაყალბებული პოსტერები ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook (1, 2) (დაარქივებული ბმული) და ასევე TikTok-ანგარიშები (1, 2, 3, 4) მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით, გაყალბებულ პოსტერებს ავრცელებენ, სადაც გამოგონილი საპროტესტო მსვლელობების სახელებია დატანილი, მაგალითად: „ქალიშვილების მარში“; „გასათხოვრების მარში“; „ბიძაშვილ-მამიდაშვილების და დეიდაშვილების მსვლელობა“.

სინამდვილეში, მსგავსი სახელწოდებებით საპროტესტო მსვლელობების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება.

დედაქალაქში მასშტაბური აქციები უწყვეტად უკვე 20 დღეა გრძელდება. მიმდინარე დღეებში საპროტესტო აქციებს მსვლელობით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის,  IT, HR, ტრენერები, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები, მუსიკოსები, იურისტები და სხვ. შეუერთდნენ.

გავრცელებულიდან ერთ-ერთ „ბიძაშვილ-მამიდაშვილებისა და დეიდაშვილების“ პოსტერზე აღნიშნულია, რომ მსვლელობა 16 დეკემბერს გაიმართებოდა. მსგავსი მსვლელობის ჩატარების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. 16 დეკემბერს დედაქალაქში მსვლელობა მწერლებმა და გამომცემლებმა მოაწყვეს. იმავე დღეს გაიმართა ბებოებისა და ბაბუების, კურიერებისა და „სამეზობლო საქართველოსთვის” მსვლელობები.

Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებულ პოსტერზე, რომელიც 16 დეკემბერსაა გამოქვეყნებული, ვკითხულობთ, რომ „ქალიშვილების მარში“ მეორე დღეს, 13:00 სთ-ზე უნდა გამართულიყო. 17 დეკემბერს მსგავსი მარშის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. 17 დეკემბრის დილიდან დედაქალაქში „სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების, „სტუდენტები საქართველოსთვის!“ მარში გაიმართა.

აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული პოსტერი „ქალიშვილების მარშის“ შესახებ სავარაუდოდ, 20 ოქტომბერს ჩატარებული მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს!“ Facebook-ღონისძიებიდან არის აღებული და დარედაქტირებული (იხილეთ ფოტო).

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]