სოციალურ ქსელში TikTok და Facebook-ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ, რომელზეც თითქოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოქროსფერ, ბრჭყვიალა ტანსაცმელშია გამოწყობილი და მუცლით ცეკვას ასრულებს. სინამდვილეში, პიროვნება, რომელიც ვიდეოში რეალურად ცეკვავს, არგენტინელი მოცეკვავეა (არქივირებული ბმული).
საგულისხმოა, რომ ვიდეო ინტერნეტსივრცეში 2023 წელს გავრცელდა და ის სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა (Deutsche Welle; AFP; Snopes).
რეალურად, ვიდეოში არგენტინელი მოცეკვავე პაბლო აკოსტა ჩანს. აკოსტამ აღნიშნული ვიდეოს ორიგინალი საკუთარ Instagram-გვერდზე 2023 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა (არქივირებული ბმული).
აკოსტას გვერდზე სხვა ვიდეოებიც იძებნება, სადაც მას იდენტური სამოსი აცვია და უკანა ფონიც იგივეა (1; 2; 3). გარდა ამისა, ფრანგული ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია AFP-სთან პაბლო აკოსტამ დაადასტურა, რომ ვიდეოზე თავად ჩანს.
თუ ზელენსკის ვიდეოს ორიგინალ ვიდეოს შევადარებთ, აშკარაა, რომ ვიდეო რედაქტირებულია და ვოლოდიმირ ზელენსკის სახე ჩასმულია (ფოტო იხ. ქვემოთ).
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტი ცეკვავს, ტყუილია.