Home » დეზინფორმაცია: ბავშვებს ლგბტ იესოს შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ბავშვებს ლგბტ იესოს შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი ტვინის გასაღები • Brain Key ვიდეოს ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ ბუკლეტებს, რომელზეც ჯვარზე გაკრული იესოა გამოსახული ლგბტ დროშით, ბავშვებს ურიგებენ. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მეტიც, წიგნი ბავშვებისთვის განკუთვნილი არ არის (არქივირებული ბმული).

ვიდეოში ნაჩვენები „ბუკლეტი“, სინამდვილეში წიგნია, სახელწოდებით „პატარა იესოს არ სძულს ჰომოსექსუალები“. ის ესპანეთში ნამდვილად გამოიცა, თუმცა ის ფაქტი, რომ წიგნი საბავშვო არ არის, საგამომცემლო სახლმა Fandogamia-მ და თავად წიგნის ავტორმა ესპანურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Maldita-სთან საუბარში დაადასტურა. წიგნის შესახებ ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა ესპანეთშიც, როდესაც სოციალურ ქსელში ონლაინ გაყიდვების ვებგვერდ Amazon-დან წიგნის გაყიდვების გვერდის ფოტოანაბეჭდი გამოაქვეყნეს.

ფოტოანაბეჭდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, Amazon-ს წიგნის აღწერაში მითითებული ჰქონდა, რომ იგი „6 წლიდან ზემოთ“ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. საგამომცემლო სახლ Fandogamia-ს რედაქტორმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ წიგნი ზრდასრულებისთვის არის, თუმცა რედაქციისგან დამოუკიდებლად, წიგნის დისტრიბუტორმა ორგანიზაციებმა DILVE-მ და CEGAL-მა ასაკობრივი ზღვარი არასწორად მიუთითეს, მაგრამ შეცდომის აღმოჩენისთანავე, რედაქცია დისტრიბუტორ კომპანიებს დაუკავშირდა და თითოეულ მაღაზიაში ინფორმაციის შესაბამისი შესწორება დაიწყო. 2024 წლის 11 დეკემბრის ინფორმაციით, წიგნი Amazon-ზე აღარ იძებნება. Fandogamia-ს ვებგვერდზე წიგნი ხელმისაწვდომია.

წიგნის ავტორმა Maldita-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არ არის ბავშვებისთვის, რასაც მის სათაურში არსებული უცენზურო სიტყვებიც მოწმობს. გარდა ამისა, არც Maldita-ს სტატიაში და არც გამომცემლობის კომენტარში, არ დასტურდება, რომ წიგნები ბავშვებს დაურიგეს.

2024 წლის 18 აპრილს გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელშიც ჩამოთვლილია ახალი წიგნები, „პატარა იესოს“ შესახებ წიგნიცაა მოხსენიებული. წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, რომ იგი ზრდასრულებისთვისაა.

„პატარა იესოს“ შესახებ წიგნის მეორე და მესამე გამოცემა Fendogamia-ს მიერ 2024 წლის ივნისსა და სექტემბერ-ოქტომბერში გამოცემული წიგნების სიაშიც მოხვდა. აღწერაში ხაზგასმით წერია, რომ ის ზრდასრულებისთვისაა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წიგნი ბავშვებისთვის არ არის, გამომცემლობის ვებგვერდზეც აღნიშნულია. 

შესაბამისად, მცდარია მტკიცება, რომ წიგნი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და არ დასტურდება, რომ წიგნი ბავშვებს დაურიგეს.

 

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]