Home » რა განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა NATO-ს დატოვების შესახებ?
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

რა განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა NATO-ს დატოვების შესახებ?

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები პოსტს (1, 2) ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა NATO-ს დატოვებს. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, „24 წამი გაატარა ტრამპმა სალომესთან და მეორე დღეს ნატოდან გასვლაზე ალაპარაკდა“. რეალურად, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ იმ შემთხვევაში დატოვებს ალიანსს, თუ წევრი ქვეყნები ვალდებულებებს არ შეასრულებენ.

დონალდ ტრამპმა NBC-სთან სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ 20 იანვარს თანამდებობის დაკავების შემდეგ დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ ცვლილებებს განახორციელებს. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი NATO-სა და აშშ-ს შორის არსებულ თანამშრომლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრებმა ნაწილობრივ გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას (2016-2020 წლებში), ახლა თუ  ქვეყნები ვალდებულებებს  არ შეასრულებენ, აშშ-მა  შესაძლოა  ალიანსი დატოვოს.  „თუ ისინი გადაიხდიან გადასახადებს და თუ ვიფიქრებ, რომ ისინი ჩვენ სამართლიანად გვექცევიან, პასუხი არის აბსოლუტური, ჩვენ დავრჩებით NATO-ში“. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ამერიკა შეინარჩუნებს თავის როლს ალიანსში. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს, თუ – არა ქვეყნის ალიანსიდან გაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირეები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, ტრამპმა უპასუხა: „აბსოლუტურად. დიახ, აბსოლუტურად“.

ამდენად, გავრცელებული პოსტები შეცდომაში შემყვანია და მომხმარებლებს აფიქრებინებს, რომ აშშ ალიანსს ნებისმიერ შემთხვევაში ტოვებს.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]