სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ქალის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვიზუალურად საქართველოს პრეზიდენტ – სალომე ზურაბიშვილს, ჰგავს. პოსტის აღწერაში ავტორი ადასტურებს, რომ ფოტოზე სალომე ზურაბიშვილია გამოსახული. სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია და ზურაბიშვილის სახე სხვის ფოტოშია ჩასმული (არქივირებული ბმული).
Google-ის საძიებო სისტემა აღნიშნულ ფოტოს სხვადასხვა საეჭვო, ძირითადად, პორნოგრაფიული შინაარსის ვებგვერდზე პოულობს.
Google-ის მსგავს შედეგს აჩვენებს Yandex-ის ფოტოს საძიებო სისტემა, რომელიც აღნიშნული ფოტოს სხვა რაკურსით გადაღებულ ვერსიებსაც აჩვენებს.
ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, აღმოჩნდა, რომ ფოტოს ყველაზე ძველი ვერსია ინტერნეტსივრცეში 2014 წლით თარიღდება.
ფოტოების შედარებისას აშკარაა, რომ მასზე არა ზურაბიშვილი, არამედ სხვა ადამიანია გამოსახული (ფოტოები იხ. ქვემოთ).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინტერნეტში ამ ფოტოსურათის სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვერსიებიც ვრცელდება (იხ. ქვემოთ).
შესაბამისად, გავრცელებული ფოტოსურათი რედაქტირებულია და მასზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოსახული არ არის.