Home » სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩის ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩის ყალბი ციტატა ვრცელდება

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის ციტატა ვრცელდება (დაარქივებული ბმული): „ფაქტია, როდესაც მომიტინგეები არ ძალადობენ, არც პოლიციას მოუწია საპასუხო რეაგირება“. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, ევროკავშირის ელჩს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ყალბი ციტატა თავდაპირველად ტელეკომპანია „POSTV“-ის მიერ გავრცელდა (დაარქივებული ბმული), ტელეკომპანია აღწერაში უთითებს: „ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე”. საგულისხმოა, რომ აღნიშნული აღწერა სულ მცირე ორაზროვანია. კერძოდ, შესაძლოა, ტელეკომპანია ავრცელებს განცხადებას, რომლის მსგავსიც, მათი აზრით, ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს. თუმცა, მეორე მხრივ,  პოსტმა შეიძლება მომხმარებლები აფიქრებინოს, რომ პაველ ჰერჩინსკიმ მსგავსი განცხადება მართლაც გააკეთა და ტელეკომპანია ამ განცხადებას იწონებს.

 

თანაც, გასათვალისწინებელია პოსტის კომენტარებიც, მომხმარებელთა უმრავლესობას POSTV-ის პოსტიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ციტატა მართლაც პაველ ჰერჩინსკის  ეკუთვნის (იხილეთ რამდენიმე ასეთი კომენტარი).

ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის პოსტი ტელეკომპანიამ აშშ-ის ელჩთან დაკავშირებითაც გაავრცელა (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).

სინამდვილეში, ევროკავშირის ელჩის მხრიდან აღნიშნული განცხადების გაკეთება არ დასტურდება.  ზოგადად, ევროკავშირის ელჩის  განცხადებები  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური Facebook და Xის გვერდებზე, ასევე მათ ვებგვერდზე ვრცელდება. ამ შემთხვევაში მსგავსი ციტატა არც ერთ მათგანზე იძებნება. 

გარდა ამისა, ტელეკომპანიამ მსგავსი შინაარსის პოსტი აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებითაც გაავრცელა (დაარქივებული ბმული). კერძოდ, პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „ასეთი იქნებოდა ობიექტური ელჩის ქარდი რევოლუციის მცდელობაში უცხოელი აგენტის მონაწილეობაზე“.

სინამდვილეში, გავრცელებული საინფორმაციო ბარათი რედაქტირებულია. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, აშშ-ის საელჩომ რამდენიმე ბარათი გამოაქვეყნა, არც ერთ მათგანზე მსგავსი წარწერა არ არის დატანილი (1, 2, 3, 4).

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]