Home » სოციალურ ქსელში ლეონიდ კალაშნიკოვის ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ლეონიდ კალაშნიკოვის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1; 2) რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის შემდეგი ციტატა ვრცელდება: ,,თუ დასავლეთი გააძლიერებს საქართველოში არეულობას, რუსეთი მზად არის ქართველებს ჯარით დაეხმაროს ბარბაროსების წინააღმდეგ”. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია. (არქივირებული ბმული)

ინტერნეტში მსგავსი შინაარსის ციტატა არც რუსულენოვანი და არც ქართულენოვანი მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება. კალაშნიკოვის გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ზე მსგავსი პოსტი არ იძებნება.

ლეონიდ კალაშნიკოვის საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული ბოლო განცხადება რუსულენოვან მედიებში 2024 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება, სადაც ის საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა და შედეგებს „შთამბეჭდავი“ უწოდა.

შესაბამისად, გავრცელებული ციტატა ყალბია.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]