Home » სოციალურ ქსელში 2024 წლის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული აქციების მადისკრედიტებელი რედაქტირებული პოსტი ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში 2024 წლის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული აქციების მადისკრედიტებელი რედაქტირებული პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „მიხეილ განუბაჟებელი“, რომელსაც ოპოზიციის მადისკრედიტებელი დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3), გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლო – დროშა თეთრ ფონზე შავი წერტილით, რომელზეც შავ წრეში კბილების გამოსახულება და სოფო ჯაფარიძის სახელი და გვარია დატანილი (იხილეთ დაარქივებული პოსტი).

სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია, ხოლო რეალურ კადრში დროშაზე სოფო ჯაფარიძის სახელი და გვარი დატანილი არაა.

კერძოდ, ფოტოზე ჩანს, რომ კადრი აღებულია ტელეკომპანია პირველის 22 ნოემბრის 15:00 საათიანი პირდაპირი ეთერიდან (იხილეთ გადაცემა 15:31:00-დან). ამ ეთერში კოტე აფხაზის ქუჩაზე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-პერფორმანსი აჩვენეს. აქცია-პერფორმანსზე საცდელად დაამზადეს წინააღმდეგობის სიმბოლო – თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი და საზოგადოებას მსგავსი სიმბოლოების დამზადებისა და სახლებიდან გამოფენისკენ მოუწოდეს.

ფოტო: კადრები ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირი ეთერიდან

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომლის მიხედვით, თეთრი ფერის ნაჭერზე შავი წერტილი სოფო ჯაფარიძეს გამოხატავს, ტყუილია. პერფორმანსის ფარგლებში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, წინააღმდეგობის სიმბოლო – თეთრ ფონზე შავი წრე – დაიტანეს და მასზე კბილების გამოსახულება ან წარწერა არ გაუკეთებიათ.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]