სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „შიგ ევროპაში“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2), და „ქართველი კონსერვატორი“ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქციების ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არის. აღნიშნულის მტკიცებულებად კი მოყვანილია პროტესტის მონაწილე ქალის ინტერვიუ. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია, კერძოდ, ახალგაზრდა ქალის საუბარი პროგრამულადაა შენელებული (არქივირებული ბმული).
პროტესტის მონაწილე ქალის ორიგინალი ვიდეო „მთავარი არხის“ Facebook-გვერდზე 2024 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნდა. აღნიშნულს თუ შევადარებთ, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვერსიას, აშკარაა, რომ ვიდეო შენელებულია.
ამდენად, ვიდეოში საუბრის არაბუნებრივი მანერა ვიდეოს რედაქტირების და განზრახ შენელების შედეგია.
ამგვარად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.