Home » სოციალურ ქსელში სტუდენტურ მსვლელობაზე – „დაიბრუნე ხმა“, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში სტუდენტურ მსვლელობაზე – „დაიბრუნე ხმა“, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელებში TikTok-სა და Facebook-ზე თბილისში 2024 წლის 17 ნოემბერს  გამართული საპროტესტო აქციის მონაწილის ვიდეო ვრცელდება. ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა, რომელსაც მთელ სხეულზე სტიკერები აქვს დაკრული წარწერით: „დაიბრუნე ხმა“. რეალურად, ვიდეო ნამდვილი არ არის და ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი (არქივირებული ბმული).

2024 წლის 17 ნოემბერს სტუდენტების მსვლელობა, სახელწოდებით – „დაიბრუნე ხმა“, გაიმართა. საგულისხმოა, რომ მსვლელობის მონაწილის ფოტოები სხვადასხვა მედიასაშუალებამაც გამოაქვეყნა (1; 2; 3).

თუმცა იდენტური ვიდეო, სადაც აღნიშნული პიროვნება უნიტაზზე ჯდება, სანდო მედიასაშუალებებს არ გამოუქვეყნებიათ და არც ინტერნეტში იძებნება. ვიდეოს თუ კარგად დავაკვირდებით, რამდენიმე უზუსტობას შევამჩნევთ: ხელის თითების არაბუნებრივი ზომა, გაურკვეველი წარწერა სტიკერზე, სახის ნაკვთებისა და სხეულის ნაწილების არაბუნებრივი მოძრაობა (ფოტოები დეტალურად იხილეთ ქვემოთ). აღნიშნული კი  ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო-ვიდეო მასალისთვის არის  დამახასიათებელი.

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.

 

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]