Home » სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში TikTok (1; 2; 3) და Facebook-ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ (1; 2; 3; 4), რომელშიც რესპონდენტი ამბობს, რომ სტამბოლიდან ჩამოიყვანეს მჩხიბავი და შსს-ს ჯადო გაუკეთეს. ვიდეოში მთხრობელი ასევე აცხადებს, რომ ჯადოს იმ შემთხვევაში მოხსნიან, თუ უკანონოდ დაკავებულ პოლიტიკოსებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ. Facebook-ანგარიშები ამ ვიდეოს 2024 წლის ნოემბერში მიმდინარე აქციებს მცდარად უკავშირებენ. სინამდვილეში, ვიდეო 2021 წელსაა გადაღებული (არქივირებული ბმული).

რეალურად, ვიდეო 2021 წლის 14 ნოემბერსაა გადაღებული, როცა პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო პერფორმანსი მოაწყვეს. მათი თქმით, „სტამბოლიდან ჩამოყვანილმა მჩხიბავმა სტელამ“ უწყებას ჯადო გაუკეთა, რომლის მოხსნაც მხოლოდ მას შეეძლო და ამისათვის მათი მოთხოვნა იმ პოლიტიკოსების გათავისუფლება იყო, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ წევრები 2021 წლის 12 ნოემბერს აქციაზე დააკავეს, როცა ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელებს ავტომობილებში მსხდომნი ბლოკავდნენ.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეო 2024 წლის ნოემბერში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებთანაა დაკავშირებული, მცდარია.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]