Home » სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ოპოზიციის მადისკრედიტებელი გვერდი „სირცხვილის კორიდორი“, ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს: „ოპოზიციური პარტიების აზრი, უკაცრავად თქვენთან ამ ლექსიკისთვის, ფეხებზე მკიდია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები უკაცრავად თქვენთან ფეხებზე მკიდია, მოქალაქეების აზრი ფეხებზე მკიდია, იშიმშილებთ და იქნებით უუფლებო, სადამდეც ჩვენ გვენდომება, ეს არის“. რეალურად, ვიდეო იმგვარად არის მოჭრილი, რომ ქმნის წარმოდგენას, თითქოს აღნიშნული სიტყვებით პოლიტიკოსი საკუთარ პოზიციას გამოხატავს. სინამდვილეში, ინტერვიუს ნახვისას, ცხადი ხდება, რომ გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების რიტორიკაზე საუბრობს.

2019 წლის 17 ნოემბერში, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მთავრობამ პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილები ჩააგდო.  აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვდნენ. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ სწორედ 17 ნოემბრის აქციაზეა ჩაწერილი, ერთ-ერთ მონაკვეთში პოლიტიკოსი ამბობს: (იხილეთ ბმულზე 3:55:14 წუთიდან) „მოქალაქე ითხოვს მარტივ რაღაცას სახელმწიფო მართეთ ისე, როგორც ჩვენ გეუბნებით, როგორც თქვენ გინდათ კი არა, როგორც ჩვენ გეუბნებით, ეს არის, რაც 2012 წელს ასე უხვად დაჰპირდნენ ხალხს?! ესაა?! გავრილოვის ღამე არის, რაც დაჰპირდნენ?! ეს არის სტაბილურობა?! როდესაც გამოდიხარ და ერთ დღეს ვალდებულებას იღებ პროპორციულ არჩევნებზე, რასაც უნდა მოჰყოლოდა ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლა, მეორე დღეს გამოდიხარ და შენი სატელიტების, ლაქიების პირით ეუბნები საქართველოს მოქალაქეს, ოპოზიციური პარტიების აზრი, უკაცრავად თქვენთან ამ ლექსიკისთვის, ფეხებზე მკიდია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები უკაცრავად თქვენთან ფეხებზე მკიდია, მოქალაქეების აზრი ფეხებზე მკიდია, იშიმშილებთ და იქნებით უუფლებო, სადამდეც ჩვენ გვენდომება, ეს არის“.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ მცდარად წარმოაჩინოს, თითქოს გრიგოლ ვაშაძე ვიდეოში საკუთარ პოზიციას აჟღერებს.

 

 

 

 

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]