სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ფოტო (1, 2, 3), თითქოს ილია ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების კარავს ძაღლმა მიაშარდა. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია და ძაღლის ფიგურა ხელოვნურადაა ჩასმული.
„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ფოტოებში, რომლებიც ი. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ასახავს, რეალურ კადრში მხოლოდ მწვანე კარავი ჩანს, ძაღლი კი – არა.
ამრიგად, ფოტო რედაქტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტის ამსახველი ზოგიერთი ფოტო აქამდეც გახდა რედაქტირების საგანი. მაგალითისთვის, იხილეთ Geofacts-ის სტატია.