Home » სოციალურ ქსელში მაია სანდუს ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში მაია სანდუს ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (123), ამჯერად მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ციტატას აქვეყნებს: „ასეთი ძლიერი და დიდი ქვეყანაა, მაგრამ ჰიბრიდულ თავდასხმებს ვერ უმკლავდებოდა! საჭირო იყო Fox News-ის დახურვა, არჩევნების წინა დღეს შეეძლოთ ოპოზიციის კანდიდატის მოხსნა და ხიდების დანაღმვა. ნუ, ჩემი სწავლება არ სჭირდებათ… მე ვნერვიულობ, უფრო მეტად, ვიდრე მოლდოვაში დამარცხება“, – ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და მოლდოვის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).

სოციალურ ქსელებში (Facebook; X), მაია სანდუს ოფიციალურ ანგარიშებზე მსგავსი ციტატა არ იძებნება. ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ციტატის ძიებისას, ინფორმაციის გამავრცელებლები მხოლოდ რუსული არასანდო ანგარიშები და მედიასაშუალებები არიან (1; 2). მსგავს ციტატას არცერთი სანდო მედიასაშუალება, მათ შორის რუსულენოვანი, არ ავრცელებს.

2024 წლის 6 ნოემბერს მაია სანდუმ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და X-ზე შესაბამისი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ასევე წერია: „მოლდოვა უფრთხილდება ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენი ხალხის მეტი კეთილდღეობისა და უსაფრთხო მომავლისთვის“.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]