Home » დეზინფორმაცია: ვიდეოში დონალდ ტრამპი მასონურ რიტუალს ესწრება და 33-ე ხარისხის მასონის სტატუს იღებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ვიდეოში დონალდ ტრამპი მასონურ რიტუალს ესწრება და 33-ე ხარისხის მასონის სტატუს იღებს

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს: „იშვიათი კადრები – დონალდ ტრამპი მასონურ ლოჟაში რიტუალს ესწრება, სადაც მას 33-ე ხარისხის მასონის სტატუსი მიანიჭეს“. რეალურად,  აღნიშნული კადრები შოტლანდიაში, რობერტ გორდონის უნივერსიტეტშია გადაღებული, როცა დონალდ ტრამპს  ბიზნესის ადმინისტრირებაში საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

ვიდეო სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა, რასაც ინგლისურენოვანი ავტორიტეტული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Logically Facts  გამოეხმაურა. ვიდეო ძველია, ჯერ კიდევ 2010 წელსაა გადაღებული, როცა დონალდ ტრამპს რობერტ გორდონის უნივერსიტეტის მიერ საპატიო ხარისხი მიენიჭა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპისთვის წოდების მინიჭება მისი ბიზნესში ოსტატობის, სამეწარმეო ხედვისა და შოტლანდიაში მისი კომპანიის გრძელვადიანი მომავლის აღსანიშნავად გადასცეს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა Logically Facts-ს დაუდასტურა, რომ კადრები მათ უნივერსიტეტში 2010 წელსაა გადაღებული და ტრამპის დაჯილდოებას ასახავს.

ამასთან, 2015 წელს, უნივერსიტეტმა დონალდ ტრამპს აღნიშნული საპატიო ხარისხი   მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მან განაცხადა, რომ მუსლიმებს  აშშ-ში შესვლა უნდა აეკრძალოთ.

ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეოში დონალდ ტრამპი მასონურ  რიტუალს ესწრება, სადაც მას 33-ე ხარისხის მასონის სტატუსს გადასცემენ, ტყუილია. ვიდეო, რეალურად, უნივერსიტეტის მიერ დონალდ ტრამპისთვის ბიზნესის ადმინისტრირების განხრით საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭებას ასახავს.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]