სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Threads-ზე ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის პოსტი ვრცელდება, რომელიც თითქოს მან საკუთარ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. მასკის პოსტს ახლავს ფოტო, რომელზეც ერთდოლარიანი კუპიურა ჩანს. მასზე დონალდ ტრამპია გამოსახული, ხოლო ფოტოს აღწერაში წერია: „უკანასკნელი დოლარი ზელენსკისთვის“. (არქივირებული ბმული)
სინამდვილეში, გავრცელებული პოსტი გაყალბებულია. ილონ მასკის X-ის გვერდზე მსგავსი პოსტი არ იძებნება.
ფოტოს ძიების ინსტრუმენტი (reverse image search) ამ პოსტის ფოტოანაბეჭდს ძირითადად არასანდო და საეჭვო რუსულენოვან მედიებსა და გვერდებზე პოულობს. ილონ მასკს ნამდვილად რომ დაეწერა ამგვარი პოსტი, ბუნებრივია, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზეც მოიძებნებოდა.
გარდა ამისა, გავრცელებულ პოსტს უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა. ისინი წერენ, რომ პოსტი გაყალბებულია.
ამგვარად, ინფორმაცია ყალბია. ილონ მასკს მსგავსი პოსტი არ გაუვრცელებია.