Home » სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის სატირული განცხადება ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები სატირა

სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის სატირული განცხადება ვრცელდება

სოციალურ ქსელში სატირული გვერდი „პირველწყარო“ აქვეყნებს პოსტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პატრიარქი ამომრჩეველს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „პატრიარქის კურთხევით, მიუხედავად იმისა რომ საჯაროდ ვერ ამბობს, ასეთი დალოცვა გვეძლევა – მხარი დავუჭიროთ ოპოზიციას, რადგან დროა ცვლილებების! დავიცვათ ჩვენი სამშობლო და შევქმნათ უკეთესი მომავალი!“, ვკითხულობთ პოსტზე თანდართულ სურათზე.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პოსტის გამავრცელებელი გვერდი ძირითადად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო სატირული შინაარსის პოსტებს ავრცელებს (1, 2, 3).

ამავდროულად, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება და განცხადება, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს ან რომ იძლევა დალოცვას ამომრჩეველთა მიერ ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ.

22 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა: „არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს“.

თეგები
1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]