Home » სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ( 1, 2, 3) „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის ამსახველ  ვიდეოკოლაჟს ავრცელებენ. ვიდეოკოლაჟში პოლიტიკოსი ისეთ კითხვებს პასუხობს,  რომლებიც  რელიგიას, ოჯახს, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება.

გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ორი მონაკვეთი რედაქტირებულია. კერძოდ, მასში ორ კითხვაზე:   „პატრიოტი ხართ?“  და „სამსახურებრივ სივრცეში მასტურბაციით დაკავებულხართ?“ ზურაბ ჯაფარიძის პასუხები შეცვლილია.

გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“, რომლის სტუმარიც პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე იყო, ეთერში 2018 წლის 28 სექტემბერს გავიდა.

გავრცელებულ ვიდეოში დამონტაჟებულია ორი მონაკვეთი. კერძოდ, გიორგი გასვიანის კითხვაზე,  „პატრიოტი ხართ?“, ჯაფარიძე რედაქტირებულ ვიდეოში პასუხობს „არა“. სინამდვილეში (გადაცემაში 00:04:50 წუთიდან)  კი მისი პასუხი იყო „კი“. დეტექტორმა მისი პასუხი შეაფასა როგორც „სიმართლე“.

ვიდეოს მეორე მონაკვეთში კი გასვიანის კითხვაზე: „სამსახურებრივ სივრცეში მასტურბაციით დაკავებულხართ?“ პოლიტიკოსი პასუხობს „კი“. რეალურად, ეს კადრიც რედაქტირებულია (გადაცემაში 00:14:25 წუთიდან) და ზურაბ ჯაფარიძემ წამყვანს რეალურად უპასუხა „არა“. აღნიშნული პასუხიც დეტექტორმა სიმართლედ შეაფასა. გადაცემაში სხვა კითხვებზე ზურაბ ჯაფარიძემ ისე უპასუხა, როგორც ვიდეოკოლაჟშია მოცემული.

გადაცემიდან ამოჭრილი კადრების გავრცელებას, ზურაბ ჯაფარიძე მის Facebook-გვერდზე ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა და  ამოჭრილი კადრების სრული ვერსიებიც გაავრცელა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]