Home » სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ფოტო მცდარი მტკიცებით ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ფოტო მცდარი მტკიცებით ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული) ოპოზიციური კოალიციების ლიდერების, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ფოტოთი. პოსტის ავტორი წერს: „ეს ის მომენტია, უკრებმა გოლი რომ გაგვიტანეს“. სათაური ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივს, რომ პროდასავლურად განწყობილი საზოგადოება 11 ოქტომბრის უკრაინა-საქართველოს მატჩში უკრაინის ნაკრებს გულშემატკივრობდა. რეალურად, ფოტო ვიდეოდან ამოჭრილი კადრია, რომელიც გიორგი ვაშაძის Facebook-გვერდზე 2024 წლის 22 ივნისს დაიდო. ვიდეოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ 22 ივნისს ჩეხეთთან გატანილ გოლს აღნიშნავენ.

2024 წლის 22 ივნისს გიორგი ვაშაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ზურაბ ჯაფარიძესთან და სხვა გულშემატკივრებთან ერთად  ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ჩეხეთის ნაკრებთან გატანილ გოლს აღნიშნავს. ვიდეოს სრულად ნახვისას, მაყურებელი ხედავს შეტრიალებულ კადრსაც, რომელშიც დიდ ეკრანზე  საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ზეიმიც ჩანს.

აღსანიშნავია, რომ 11 ოქტომბრის უკრაინა-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით, მსგავსი გზავნილები Facebook-სა და TikTok-ზე (1, 2, 3, 4, 5) აქტიურად ვრცელდებოდა,  თითქოს პროდასავლურად განწყობილი საზოგადოება აღნიშნულ მატჩში უკრაინის ნაკრებს გულშემატკივრობდა. Geofacts-მა საქართველო-უკრაინის მატჩის კონტექსტში გავრცელებული მსგავსი დეზინფორმაცია აქამდეც გადაამოწმა.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]