Home » ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ყალბ ამბავს ავრცელებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ყალბ ამბავს ავრცელებს

2024 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელში განათავსა პოსტი, რომლის მიხედვითაც „ტვ პირველი“ 20 ოქტომბერს გამართულ აქციას „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ძველი კადრებით აშუქებს. „მანიპულაცია არქივით: რადიკალური ოპოზიციის მედია გუშინდელ აქციას ძველი კადრებით ავრცელებს“, ვკითხულობთ პოსტში, რომელზეც თანდართული „ტვ პირველის“ სოციალური ქსელის პოსტების ფოტოანაბეჭდები, სადაც ჩანს, რომ ერთიდაიგივე კადრები 2 მაისსა და 20 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული. რეალურად, „ტვ პირველს“ 20 ოქტომბრის აქცია ძველი კადრებით არ გაუვრცელებია. 

 

„ტვ პირველის“ პოსტში, რომლის ფოტოანაბეჭდიც ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, 20 ოქტომბრის აქციაზე საუბარი საერთოდ არ არის. „ტვ პირველს“ არც პოსტის აღწერაში და არც ვიდეოში აქვს რაიმე სახით მინიშნებული, რომ კადრები 20 ოქტომბრის აქციას ასახავს. მეტიც, აღწერა პირდაპირ მიუთითებს, რომ კადრებში სხვადასხვა წარსული აქციები არის ასახული: „პროტესტის გზა – ამ ვიდეოში ნახავთ სხვადასხვა აქციების კადრებს, რომელმაც მთელს მსოფლიოს უჩვენა ქართველი ხალხის ნება – საქართველო ევროპაში“.

აქედან გამომდინარე, ტელეკომპანია „იმედის“ მტკიცება, რომ „რადიკალური ოპოზიციის მედია გუშინდელ [20 ოქტომბრის] აქციას ძველი კადრებით აშუქებს“, ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]