Home » დეზინფორმაცია: უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში მართლმადიდებლური ტაძარი ღამის კლუბად გადააკეთეს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში მართლმადიდებლური ტაძარი ღამის კლუბად გადააკეთეს

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ვინიცა, ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, რომელიც ჩამოართვეს უკრაინის მარლთმადიდებლურ ეკლესიას (УПЦ). ეკლესიის შენობა ახლა ღამის კლუბად გამოიყენება“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

ვიდეო სხვადასხვა ენაზე გავრცელდა, შესაბამისად, მას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ვინიცას ეპარქია გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „გვსურს, ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სრულიად გამოგონილია და სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ვინიცაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მსგავსი შიდა არქიტექტურის მქონე ეკლესია არ არის. ობიექტი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, დიდი ალბათობით, კულტურის სახლს ჰგავს, ან რაიმე სხვა შენობას, სადაც ამჟამად წვეულებები და მსგავსი ღონისძიებები იმართება“.

შემთხვევას „უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც“ გამოეხმაურა. ისინი წერენ, რომ ინფორმაცია ყალბია და ეპარქიის განცხადებას ციტირებენ.

შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში მართლმადიდებლური ტაძარი ჩანს, რომელიც ამჟამად ღამის კლუბია, ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]