Home » სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ (1,2) გადაცემიდან „ფარული კონვერტი“, რომელშიც გადაცემის წამყვანი ია ფარულავა  გიორგი ვაშაძეს ეკითხება, თუ რა შეარქვა ქუთაისის სპორტული მაღაზიის დირექტორმა მას და მის ძმას. ვიდეო TikTok პლატფორმაზეც, ოპოზიციის მადისკრედიტებელი ანგარიშის „brdzeni_kritikosi“-ის მიერ გავრცელდა. რეალურად, აღნიშნული  ვიდეო რედაქტირებულია, მასში წარმოდგენილი სავარაუდო პასუხები მთლიანად გამოგონილია, ხოლო გიორგი ვაშაძის პასუხი შეცვლილია.

გადაცემა „ფარული კონვერტი“ ეთერში 2020 წლის 14 სექტემბერს გავიდა. გადაცემის ერთ-ერთ მონაკვეთში (11:26 წთ-დან)  ია ფარულავას კითვაზე,  თუ რა შეარქვა გიორგი ვაშაძესა და მის ძმას ქუთაისის სპორტული მაღაზიის დირექტორმა, ვაშაძე პასუხობს, რომ მას „პელეს“ ეძახდნენ, ხოლო მისი ძმას – „გარინჩას“.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოში წარმოდგენილი სავარაუდო პასუხები მთლიანად გამოგონილია და მასში უცენზურო ტერმინებია გამოყენებული. გამოგონილი სავარაუდო პასუხები ფარავს კითხვას, რომელიც გადაცემაში გაჟღერდა: „რა შეგარქვათ სპორტული მაღაზიის დირექტორმა შენ და შენს ძმას?“.

ამდენად, გიორგი ვაშაძის გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია. გიორგი ვაშაძე გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რა შეარქვა სპორტული მაღაზიის დირექტორმა, პასუხობს – „პელე“.

 

 

 

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]