სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება“ ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) მონაცემებით, უკრაინაში მობილიზებულთა 83% ფრონტზე გადასროლიდან რამდენიმე კვირაში იხოცება“. სინამდვილეში, ვიდეო ყალბია და ის „ომის შემსწავლელ ინსტიტუტს“ არ ეკუთვნის (არქივირებული ბმული).
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) არაკომერციული კვლევითი და ანალიტიკური ცენტრია, რომელიც 2007 წელს აშშ-ში დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტებისა და საგარეო საქმეთა კვლევა და ანალიზია.
ISW-ის სოციალურ ქსელებში Facebook; X (წარსულში Twitter); Instagram-ზე მსგავსი ვიდეო არ იძებნება. ISW-ის ვებგვერდზე არც თავად ვიდეო ან მასში აღწერილი სტატისტიკა იძებნება.
გარდა ამისა, ვიდეოში არსებული ინფორმაციის ინტერნეტსივრცეში მოძიებისას, არც მსგავსი ვიდეო და არც სტატია არ იძებნება.