Home » სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანი წაშლილია
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანი წაშლილია

სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“  საწინააღმდეგოდ მოქმედი  გვერდი „ბრძენი ქოცი“ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც თბილისში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე მხოლოდ „მშვიდობით“ იკითხება. ვიდეო იმავე სახელწოდების ანგარიშის  მიერ TikTok-პლატფორმაზეც  გავრცელდა.  რეალურად, გავრცელებული ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია, ბანერზე წარწერის ნაწილი წაშლილია და მხოლოდ სიტყვა „მშვიდობით“ იკითხება.

ვიდეო ქალაქ თბილისში, ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული (იხილეთ ძველი ფოტო Google-ის ქუჩის ხედვიდან). „ჯეოფაქტსი“ აღნიშნულ მისამართზე მივიდა და ბანერზე არსებული წარწერა ადგილზე გადაამოწმა. ბანერზე რეალურად „ქართული ოცნების“ სლოგანია დატანილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“ (იხ. ფოტო).

© „ჯეოფაქტსის“ ფოტო, 10 ოქტომბერი, 2024

ამდენად, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანი ნაწილობრივ წაშლილია.

ცნობისთვის, TikTok-ანგარიში  „brzeni qoci”  მთავრობის საწინააღმდეგო მასალებს ხშირად აქვეყნებს (1, 2, 3).  აღნიშნულ გვერდს მსგავსი დამონტაჟებული ვიდეოები აქამდეც გამოუქვეყნებია (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია). ვიდეოებში  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ქართული ოცნების“ ბანერებზე სლოგანი შეცვლილი იყო (1, 2, 3, 4).

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]