Home » დეზინფორმაცია: „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებით, უკრაინაში მობილიზებულთა 83% ფრონტზე გადასროლიდან რამდენიმე კვირაში იხოცება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი კატეგორიის გარეშე

დეზინფორმაცია: „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებით, უკრაინაში მობილიზებულთა 83% ფრონტზე გადასროლიდან რამდენიმე კვირაში იხოცება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება“ ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) მონაცემებით, უკრაინაში მობილიზებულთა 83% ფრონტზე გადასროლიდან რამდენიმე კვირაში იხოცება“. სინამდვილეში, ვიდეო ყალბია და ის „ომის შემსწავლელ ინსტიტუტს“ არ ეკუთვნის (არქივირებული ბმული).

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) არაკომერციული კვლევითი და ანალიტიკური ცენტრია, რომელიც 2007 წელს აშშ-ში დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტებისა და საგარეო საქმეთა კვლევა და ანალიზია.

ISW-ის სოციალურ ქსელებში Facebook; X (წარსულში Twitter); Instagram-ზე მსგავსი ვიდეო არ იძებნება. ISW-ის ვებგვერდზე არც თავად ვიდეო ან მასში აღწერილი სტატისტიკა იძებნება.

გარდა ამისა, ვიდეოში არსებული ინფორმაციის ინტერნეტსივრცეში მოძიებისას, არც მსგავსი ვიდეო და არც სტატია არ იძებნება.

თეგები

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]