სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფოტოანაბეჭდს ავრცელებს, რომელზეც ვლადიმირ პუტინის შემდეგი ციტატაა დატანილი: „თუ საჭირო გახდება არჩევნების შემდეგ საქართველოში ჯარს გავგზავნით ქართველი ხალხის დასახმარებლად სიმართლის დაცვაში“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია (არქივირებული ბმული).
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პუტინის მსგავსი განცხადება არც ქართულ და არც რუსულ მედიას გაუვრცელებია.
გარდა ამისა, Facebook-მომხმარებელი აღნიშნულ ფოტოანაბეჭდს „მთავარი არხის“ Facebook-პოსტის ვიზუალით ავრცელებს. გადამოწმებისას, ამგვარი პოსტი არც „მთავარი არხის“ Facebook-გვერდზე მოიძებნა. აღნიშნული ციტატა არ იძებნება არც„მთავარი არხის“ ვებგვერდზე.
შესაბამისად, გავრცელებული ციტატა ყალბია.