Home » სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილია
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც გორში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე შემდეგი წარწერა იკითხება: „მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ“ (1, 2).  ვიდეო  „ქართული ოცნების“  მადისკრედიტებელი TikTok-ანგარიშის „brdzeni qoci“ მიერაც გავრცელდა.  რეალურად, გავრცელებული ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და ბანერზე წარწერა შეცვლილია.

ვიდეო გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა წყლის დასახლების ხიდთან, 26 მაისის სანაპიროზე არის გადაღებული (იხილეთ ძველი ფოტო Google-ის ქუჩის ხედვიდან). „ჯეოფაქტსი“ აღნიშნულ მისამართზე მივიდა და ბანერზე არსებული წარწერა ადგილზე გადაამოწმა. ბანერზე რეალურად „ქართული ოცნების“ სლოგანია დატანილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“ (იხ. ფოტო).

© „ჯეოფაქტსის“ ფოტოები, 4 ოქტომბერი, 2024

როგორც რედაქტირებულ ვიდეოში, ისევე „ჯეოფაქტსის“ მიერ გადაღებულ ფოტოზე ერთიდაიგივე ქუჩა და შენობა ჩანს (1, 2).

ამდენად, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანი შეცვლილია.

ცნობისთვის, TikTok-ანგარიშს  „brzeni qoci”, რომელიც „ქართული ოცნების“ მადისკრედიტებელი გვერდია და მთავრობის საწინააღმდეგო მასალებს ხშირად აქვეყნებს (1, 2, 3).  მსგავსი დამონტაჟებული ვიდეოები აქამდეც გამოუქვეყნებია. ვიდეოებში  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ქართული ოცნების“ ბანერებზე სლოგანი შეცვლილი იყო (1, 2, 3, 4).

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]