Home » სატირა: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია
გადამოწმებული ფაქტები სატირა

სატირა: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია

სოციალურ ქსელში სატირული Facebook-გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“  პოსტს ავრცელებს და წერს, რომ  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა და სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია. რეალურად, პოსტი სატირული შინაარსის არის და სინამდვილეს არ შეესაბამება.  „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გიორგი გურასპაშვილი არ არის.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ  მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება“ პროპორციული სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა. ხაშურის ყოფილი მერი, გიორგი გურასპაშვილი პარტიას  არ წარუდგენია.

აღნიშნული გვერდი სატირული და იუმორისტული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს, თუმცა გვერდის სახელიდან გამომდინარე, მომხმარებელმა შეიძლება პოსტები შეცდომით  ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდს  დაუკავშიროს და ჩათვალოს, რომ ინფორმაციას სწორედ მერიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. იხილეთ სატირული გვერდის მიერ გავრცელებული პოსტები (1,2,3,4,5).

ამდენად, გავრცელებული პოსტი  იუმორისტულ გვერდს ეკუთვნის და სინამდვილეს არ შეესაბამება.