Home » სოციალურ ქსელში ილიკო სუხიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ილიკო სუხიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ილიკო სუხიშვილის ვიდეოს (არქივირებული ვიდეოს ბმული) აქვეყნებს, თითქოს, ქორეოგრაფი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და მოცეკვავეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

Facebook-პლატფორმაზე ილიკო სუხიშვილის აღნიშნული კადრები პირველად „ტელეკომპანია პირველის“ მიერ 2024 წლის 23 ივლისს გამოქვეყნდა. მოცეკვავე ინტერვიუში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „თუ ქვეყანას უნდა განვითარება, ეს არის ევროპის მხარე და ევროპის მხარეს უნდა მივიდეთ“ და ამისთვის, შევასრულოთ ევროკავშირის რეკომენდაციები.

გავრცელებული ვიდეო რომ მანიპულირებულია ამას მისი ხარისხიც მოწმობს. განსხვავებით „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გამოქვეყნებული კადრებისა, Facebook-მომხმარებლის მიერ ვიდეო დაბალი ხარისხით გავრცელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის რეაქციებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ Facebook-მომხმარებელთა უმრავლესობამ კონკრეტული ვიდეო სატირად აღიქვა, თუმცა კომენტარებიდან გამომდინარე, ჩანს ისიც, რომ საზოგადოების ნაწილმა კადრი რეალურად მიიჩნია.