Home » ნაზიბროლა რეხვიაშვილი
ჩვენი გუნდი

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

უფროსი ანალიტიკოსი

ნაზის აჭარის რეგიონის ადგილობრივი საკითხების შესახებ ანალიტიკური სტატიების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს („ფაქტ-მეტრში“ მუშაობით). 2001 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ჟურნალისტის სპეციალობით.

1999-2003 წლებში მუშაობდა ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. იყო ტელეკომპანია „ქუთაისის“ ჟურნალისტი, წერდა ჟურნალ „არ იდარდოსა“ და სხვა რეგიონული გამოცემებისთვის. 2012 წლიდან მუშაობს გაზეთ „აჭარა P.S.“-ში. 2017 წლიდან მუშაობს დამოუკიდებელ საგამოძიებო სტუდია „რეკში“, გადაღებული აქვს საგამოძიებო ფილმები. 2015 წლიდან მუშაობს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრ ორგანიზაცია „იალქანში“, არის რამდენიმე პროექტის ავტორი და ტრენერი. მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგსა და სასწავლო პროგრამაში. გავლილი აქვს ტრენინგები PR-ის, ინტერკულტურული ურთიერთობების გაშუქებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, მონაცემთა ბაზების გამოყენებისა და ღია მონაცემთა დამუშავების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) თაობაზე. 2017 წელს მონაწილეობდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის ტრენინგში საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ.  გავლილი აქვს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ონლაინკურსი მუნიციპალური საჯარო ფინანსების მიმართულებით. არის Drive Democracy-ის კურსდამთავრებული.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]