Home » Якоб Лачашвили
ჩვენი გუნდი

იაკობი ლაჩაშვილი

უფროსი ანალიტიკოსი

“ჯეოფაქტსის” სარედაქციო საბჭოს წევრი. 2021 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი (უმაღლესი შეფასებით). 2023 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა უმაღლესი წარჩინებით. 2023 წლიდან სწავლობს კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც ერთი სემესტრი გაატარა ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში.

არის არაერთი ტრენინგის, სემინარის და კონფერენციის მონაწილე, რამდენიმე აკადემიური პუბლიკაციის ავტორი საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების, ევროპული კვლევებისა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართულებით.

მშობლიური ქართული ენის გარდა, ფლობს ინგლისურ ენას და შეზღუდულად რუსულ და საბაზისო დონეზე ფრანგულ ენას.

2019 წლიდან აქვს საქართველოს რეფორმების ასოციაციაში ჯერ სტაჟიორის, შემდეგ ანალიტიკოსის და შემდეგ უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე ევროინტეგრაციის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის და ფაქტების გადამოწმების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.