Home » ვერიკო სუხიაშვილი
ჩვენი გუნდი

ვერიკო სუხიაშვილი

უფროსი ანალიტიკოსი

ვერიკოს სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და თვითმმართველობის საკითხების მიმართულებით ფაქტების გადამოწმების და ჟურნალისტური სტატიების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს („ფაქტ-მეტრში“ მუშაობით). ვერიკომ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2000-2005 წლებში ის წერდა გაზეთებისთვის: „თბილისის მიმომხილველი“ და „მეოთხე“. 2003-2005 წლებში ვერიკო  კერძო სკოლა „ქორალში“ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. 2005-2008 წლებში ის  სხვადასხვა კერძო კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის უფლებამოსილებას ახორციელებდა. 2010-2012 წლებში ვერიკო  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2008-2016 წლებში, კი ლიტერატურულ ვებგვერდ lit.ge-ში კორექტორ-მთარგმნელის მოვალეობას ასრულებდა. მონაწილეობა აქვს მიღებული  სხვადასხვა ტრენინგსა და სასწავლო პროგრამაში. გავლილი აქვს  ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში და ტრენინგ კურსი ადგილობრივი თვითთმმართველობის საკანონმდებლო,  საფინანსო-საბიუჯეტო და მენეჯმენტის საკითხებში.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]