ანალიტიკოსი
ხატიას სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის გადამოწმების გამოცდილება აქვს („ფაქტ-მეტრში“ მუშაობით). დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება. ბაკალავრიატის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და აქვეყნებდა სტატიებს სამეცნიერო ჟურნალში. 2021 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა სტამბულში, კადირ ჰასის უნივერსიტეტში ეკონომიკის, ადმინისტრაციულ და სოციალურ მეცნიერებების ფაკუტეტზე, ხოლო 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში ნიდერლანდებში, ხრონინგენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე.