უმცროსი ანალიტიკოსი
კონსტანტინეს სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხების მიმართულებით ფაქტების გადამოწმების და ანალიტიკური სტატიების მომზადების გამოცდილება აქვს („ფაქტ-მეტრში“ მუშაობით). 2022 წელს მიენიჭა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. კონსტანტინე მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში, იმიტირებულ სასამართლო პროცესსა თუ ტრენინგში. წარსულში არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა“, სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამაში სტაჟიორის პოზიციაზე მუშაობდა.