Home » სოციალურ ქსელში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი საფრანგეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ყალბ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები მღრღნელებთან ერთად არიან გამოსახული. რეალურად, გავრცელებული ვიდეო რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული.

გავრცელებულ ვიდეოზე შესამჩნევია წყაროს ნიშანი (Watermark), რომლითაც ვიდეო იქნა გენერირებული. ჩანს, რომ ის „Illusions Maker-ის“ მეშვეობით შეიქმნა.

აღნიშნული აპლიკაციის მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ინტერნეტსივრცეში მსგავსი სახელით მრავალი აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, რომელთა მიზანიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ოპტიკური ილუზიის შექმნაა.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]