Home » სოციალურ ქსელში ანტიუკრაინული შინაარსის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ანტიუკრაინული შინაარსის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომელიც ანტიუკრაინული შინაარსისა და დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს ხშირად ავრცელებს (1; 2; 3), ამჯერად ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს. ოთხივეს კაბა აცვია, ხოლო ერთ-ერთს „აზოვის“ ბატალიონის სამკლავური უკეთია. ფოტოს აღწერა რუსულენოვანია: „Герои Майдана уже получили достойную Работу в Европе!“ (მაიდანის გმირებმა ევროპაში ღირსეული სამუშაო მიიღეს). სინამდვილეში, გავრცელებული ფოტოსურათი რედაქტირებულია (არქივირებული ბმული).

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით, აღნიშნული ფოტოსურათი სხვადასხვა რუსულ ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ. ფოტოსურათი 2012 წლიდან ვრცელდება (1; 2), მის ორიგინალ ვერსიაში კი არც „აზოვის“ ბატალიონის სამკლავური ჩანს და არც კაბის ფერები არ არის უკრაინის დროშის ფერებში.

შესაბამისად, გავრცელებული ფოტოსურათი რედაქტირებულია.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]